1. პროექტის სახელწოდება: ასურელი მამები საქართველოში
2. პროექტის მთავარი იდეა 1-2 სიტყვით: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ასურელ მამებზე, შეისწავლიან მათ ბიოგრაფიას, მოინახულებენ და შეაგროვებენ ფოტო მასალებს ასურელი მამების მიერ დაარსებულ სამონასტრო კომპლექსებზე.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან თუ რა დიდი როლი შეასრულეს ასურელმა მამებმა საქართველოში ქრისტიანობის განსამტკიცებლად.
5. მონაწილეთა ასაკი: 11-16 წელი
6. ვადები ხანგრძლივობა: 6 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პრეზენტაცია,გამოფენების მოწყობა, გაზეთის გამოშვება, ფოტაოალბომის შექმნა, მოძიებული მასალებით ბლოგის შექმნა.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კალმები, მარკერები, ფოტო აპარატი, დიქტოფონი, ფორმატის ფურცლები, კომპიუტერი, ინტერნეტი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციებს ასურელი მამების შესახებ. მოაწყობენ ექსკურსიებს ცამეტი ასურელი მამის მიერ დაარსებულ სამონასტრო კომპლექსებში. იქ მოღვაწე ბერებისგან აიღებენ ინტერვიუებს,ჩაიწერენ იქ მომხდარ სასწაულებს, გადაიღებენ ფოტოებს,მოაწყობენ ფოტოგამოფენას, შექმნიან ფოტოალბომებს, მოაწყობენ პრეზენტაციას სალიდ შოუს დახმარებით და მოპოვებულ ინფორმაციას განათავსებენ საიტზე.
10. საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული (სწავლობენ აზრის დალაგებულად გადმოცემას, გამართულად წერას, ინტერვიუს აღებას, შთაბეჭდილებების გამოხატვას და გაზიარებას. პრეზენტაციების გაკეთებას.) გეოგრაფია (ეცნობიან ასურელი მამების მიერ დაარსებული კერების ადგილმდებარეობას,იკვლევენ რა გზა გამოიარეს ასურელმა მამებმა საქართველოში შემოსვლამდე. როგორ და რატომ გადანაწილდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.იკვლევენ კლიმატს, ჰავას, იქ არსებულ მდინარეებს და ა.შ.) ისტორია (ეცნობიან ეპოქას, ასურელი მამების წვლილს საქართველოში ქრისტიანობის განმთკიცების საქმეში.) ისტ. ( ინტერნეტში მოიძიებენ ინფორმაციებს, ამუშავებენ კომპიუტერის საშუალებით და ამ მასალას განათავსებენ ბლოგზე.)
11. პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან ინდუაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: induashviliketi@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი ბლოგი:induashviliketi.blogspot.com
14. პროექტის განხორციელების გეგმა.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან ინდუაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: induashviliketi@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი ბლოგი:induashviliketi.blogspot.com
14. პროექტის განხორციელების გეგმა.
No comments:
Post a Comment