1.პროექტის სახელწოდება: "შობა-ახალი წელი საქართველოს კუთხეებში".
2.პროექტის მთავარი იდეა 1-2 სიტყვით:მოსწავლეები გაეცნობიან და მოიპოვებენ ინფორმაციას საქართველოს კუთხეებში არსებულ საშობაო -საახალწლო ტრადიციებზე.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ნაკლებად იცნობენ შობა-ახალი წლის ტრადიციებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები მიიღებენ ახალ ცოდნას, შეძლებენ მსჯელობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამოიმუშავებენ ჯგუფური მუშაობის უნარს, ხატვისა და სიმღერის უნარს, კვლევა-ძიების უნარს.
5. მონაწილეთა ასაკი: 11-13 წელი.
6. ვადების ხანგრძლივობა: 2 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პრეზენტაცია, საახალწლო სუფრის მოწყობა ჯგუფების მიხედვით, კედლის გაზეთის გამოშვება, ფოტო- ვიდეო გადაღება.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატის ფურცლები, კალმები, მარკერები, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროდუქტი, ფოტო აპარატი, ვიდეო კამერა.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დაიყოფიან ოთხ ჯგუფად, თითოეული ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას იმერეთში, კახეთში,სამეგრელოსა და გურიაში არსებულ შობა-ახალი წლის ტრადიციებზე, გადაიღებენ ფოტოებს და ვიდეოს, მოაწყობენ ფოტო გამოფენას, გამოსცემენ კედლის გაზეთს, ჯგუფები კუთხეების მიხედვით წარმოადგენენ საახალწლო სუფრას, შეასრულებენ საახალწლო სიმღერებს, წარმოადგენენ პრეზენტაციას სლაიდ-შოუს დახმარებით.
10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული (სწავლობენ აზრის დალაგებულად გადმოცემას, გამართულად წერას, შთაბეჭდილებების გადმოცემას და გაზიარებას, პრეზენტაციის გაკეთებას), ისტორია (ეცნობიან საქართველოს კუთხეებში არსებულ ტრადიციებს), ისტ. (ინტერნეტში მოიძიებან მასალებს, ამუშავებენ კომპიუტერის საშუალებით, ქმნიან სლაიდ-შოუს POVER POINT-ის დახმარებით), მუსიკა და ხელოვნება(ასრულებენ საშობაო სიმღერებს, ხატავენ კედლის გაზეთისათვის)
11.პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან ინდუაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: induashviliketi@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი, ბლოგი: induashviliketi.blogspot.com
პროექტის განხორციელების გეგმა